რექსალაინის ოფიციალური ონლაინ მაღაზია

ჩვენს დროში ასაკი მხოლოდ რიცხვებია

არ გჯერათ, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება დარჩე ახალგაზრდა? ჩვენ – კი, და ჩვენი მიზანიც ეს არის: გამოვიყენოთ მეცნიერების შესაძლებლობები კანის დაბერებასთან საბრძოლველად.

ჩვენ აშშ-ში დავიბადეთ 2008 წელს, მაგრამ ამჟამად პროდუქციას მთლიანად საფრანგეთში ვაწარმოებთ. შევისწავლით სიბერის ყოველგვარ გამოვლინებას, რათა მის შედეგებს უკეთესად აღვუდგეთ წინ. ჩვენი ექსპერტები, ექიმები და მკვლევრები, დღიდან დღემდე იგონებენ დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომელთა ფორმულა  კლინიკურად ეფექტურია და, იმავდროულად, ყველაზე მგრძნობიარე კანისთვისაც კი სრულიად უვნებელი, რასაც დამოუკიდებელი ლაბორატორიებიც ადასტურებენ.

რექსალინის ლაბორატორია შეერთებულ შტატებში, მაიამიში დავაარსეთ ამერიკელ მკვლევრებთან ერთად. ჩანაფიქრი ასეთი იყო: ხელახლა აღმოგვეჩინა ჰიალურონის მჟავა კოსმეტოლოგიაში და ჭარბი დატენიანების კონცეფციაზე დაყრდნობით შეგვექმნა დაბერების საწინააღმდეგო საშუალებათა სერია.

კანში შეღწევის უნიკალური უნარის გამო მოლეკულას ეწოდა RX – Refill Xtreme. მზის სინათლე იხილა მის საფუძველზე დამზადებულმა პირველმა პროდუქციამ.

ჰიალურონის მჟავას მეორე დაბადება

RX ჰიალურონის მჟავას მოლეკულა, REXALINE-ის სავიზიტო ბარათი, ჩვეულებრივ ჰიალურონის მჟავაზე 15-ჯერ უკეთესად აღწევს კანში

Rexaline-ის ლაბორატორიაში ფლორიდელ მკვლევრებთან ერთად ჩატარებული კვლევისა და გამოცდების ხუთმა წელმა ჰიალურონის მჟავას ახალი ტიპის – RX ჰიალურონის მჟავას – აღმოჩენამდე მიგვიყვანა. კანში შეღწევის 15-ჯერ უკეთესი უნარის მქონე მოლეკულას, რომელსაც კანის ქსოვილების ღრმად, თვით შუაგულამდე გაჯერება შეუძლია, RX – Refill Extreme – ვუწოდეთ. 

ეს მართლაც უდიდესი აღმოჩენა დაედო საფუძვლად Rexaline-ის ასაკსაწინააღმდეგო ხაზს, რომელსაც შეუძლია, ეფექტურად დამუხტოს კანი ჰიალურონის მჟავას მოლეკულებით.

დაბერების ოთხი ტიპი, რომლებსაც უკვე შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ

დეჰიდროდაბერება, ანთებითი დაბერება, მელანოდაბერება, მატრიცული დაბერება

Rexaline-ის მკვლევრებმა დაბერების ოთხი ტიპი გამოავლინეს:

. დეჰიდროდაბერება – დაბერება კანის გაუწყლოების ანუ დეჰიდრატაციის შედეგად;

. ანთებითი დაბერება – დაბერება კანის ჰიპერრეაქტიულობის გამო;

. მელანოდაბერება – დაბერება კანის ფერის ერთგვაროვნების დაკარგვის შედეგად;

. მატრიცული დაბერება – დაბერება ქსოვილოვანი მატრიცის ფუნქციის მოშლისა და კანის სიმკვრივის დაკარგვის გამო.

სწორედ ამის შემდეგ დაიბადა იდეა, RX ჰიალურონის მჟავასთვის დაგვემატებინა საგანგებოდ შემუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებსაც დაბერების თითოეულ ტიპთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლია.

მიზნობრივი ბიოაქტიური კომპლექსები

ბიოტექნოლოგიები და ბიომიმეტიკა

წარმოება კომპრომისების გარეშე

ბიოტექნოლოგიების სფეროში მომხდარი უახლესი აღმოჩენების საფუძველზე Rexaline-ის ლაბორატორიაში შეიქმნა ულტრაინოვაციური ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებიც მცენარეთა ყველაზე აქტიური ნაწილების კონცენტრირებით ზრდის მათივე ძალას. ეს ნაერთები ბიომიმიკრიის გზით ზემოქმედებს ბუნებრივ მექანიზმებზე, რომლებსაც დაბერება ანელებს და არღვევს. ამგვარად, ინოვაციური ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ზედმიწევნით მივუსადაგოთ პროდუქცია დაბერების თითოეულ ტიპს და მაქსიმალურად ავამაღლოთ მისი ეფექტურობა, თანაც ისე, რომ უსაფრთხო ფორმულაც შევინარჩუნოთ და არც კანის ბუნებრივ ფუნქციას მივაყენოთ ზიანი.

უპრეცედენტო ეფექტურობა დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების სფეროში

შედეგები თქვენ წინაშეა. ობიექტურობისთვის ისინი დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციებმა შეამოწმეს:

* +138%-ით ატენიანებს Hydra Shock-ის ნიღაბი

* 83%-ით ეფექტურია Derma Repair-ის შრატი

* 55%-ით ამცირებს ნაოჭების სიღრმეს Line Killer-ის კრემი

* 82%-ს აღწევს Crystal Bright-ის ლაქების საწინააღმდეგო შრატის ეფექტურობა