1. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები:
თქვენ გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან თქვენს მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობასაიტზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს თქვენთვის დაკვეთის გადმოცემისას, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით. შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის
შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია.. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის
საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
2. დაბრუნება და გაცვლა: მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულებას იღებს მიაწოდოს მის მიერ შეძენილი პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია:
მოხმარების წესები, უსაფრთხოების წესები, შენახვის პირობები, ექსპლუატაციის და გამოყენების სხვა წესები. მაღაზია უფლებას იტოვებს აწარმოოს მომხმარებელთან საინფორმაციო კავშირი, მის მიერ მითითებული საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.
პროდუქტის დასაბრუნებლად მომხმარებელმა წერილობითი ფორმით უნდა შეატყობინოს 2 დღის განმავლობაში , პროდუქტის დაბრუნების მოთხოვნის ელ.ფორმის შევსებითა და წარდგენით. თქვენ უნდა შეინახოთ გაუქმების განცხადების
ჩანაწერი; პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული, არეცხილი ან დაზიანებული; შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული; პროდუქტი უნდა დაბრუნდეს თავდაპირველი შეფუთვით; პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს შეკვეთიდან 4 დღის განმავლობაში.
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება, მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ
(გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში იღებიდან;
მომხმარებელმა მაღაზიას წერილობითი ფორმით უნდა ეატყობინოს
პროდუქტის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის ელ. ფორმის ევსებითა და
წარდგენით;
მომხმარებელმა უნდა შეინახოს გაუქმების განაცხადის ჩანაწერი;
მომხმარებელი ვალდებულია, მაღაზიას ან მაღაზიის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ
შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაღაზიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული, გარეცხილი ან დაზიანებული;
პროდუქტის შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული;
პროდუქტი უნდა დაბრუნდეს თავდაპირველი შეფუთვით;
მაღაზია ვალდებულია, მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობისშემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული ღისა.
მაღაზია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მაღაზიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, არდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაღაზიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.