112.00 ₾ Original price was: 112.00 ₾.78.40 ₾Current price is: 78.40 ₾.
Rexaline–ის სამოგზაურო ნაკრები — ექსპერტული რუტინა იდეალურად დატენიანებული და გაბრწყინებული კანისთვის.
თითოეული პროდუქტი შეიცავს RX2 ჰიალურონის მჟავის კომპლექსს — რექსალაინის უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელიც მაღალი და დაბალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მოლეკულის მეშვეობით ინტენსიურად ატენიანებს კანს, როგორც ზედაპირულად, ისე ეპიდერმულ დონეზე და ებრძვის დაბერების ნიშნებს.
ეს ნაკრები იდეალურია მოგზაურობისთვის, რადგან კომპაქტურ ფორმატში გთავაზობთ სრული რუტინისთვის საჭირო პროდუქტებს:
1. Rexaline HYALURX მაკიაჟის მოსაშორებელი გელი – მაკიაჟის მოსაშორებელი გელი 2-1-ში, უნიკალური ტრანსფორმაციული ტექსტურით გათვლილია კანის ყოველდღიური ღრმა წმენდისთვის. ტექსტურა იძლევა დაუვიწყარ სენსორულ გამოცდილებას, რბილი გელი კანზე შეხებისთანავე ნაზ ზეთად გარდაიქმნება და ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, წყალგამძლე ფორმულებს, დაბინძურებასა და ჭუჭყს, კანის გამოშრობის გარეშე.
2. Rexaline DERMA REPAIR სახის კრემი – აქვს დამამშვიდებელი, ღრმად დამატენიანებელი და ანტიასაკობრივი მოქმედება. გლიკოპროტეინი და ალანტოინი ეხმარება კანის უჯრედების აღდგენასა და განახლებაში, ამცირებს გაღიზიანებას და სიწითლეს, ჰიალურონის მჟავის კომპლექსი და ამინო-მჟავები აძლიერებს კანის ბარიერს, კვებავს ღრმად და უბრუნებს კანს უფრო ახალგაზრდულ იერს.
3. Rexaline Crystal Bright ლოსიონი – ნაზი ამქერცლავი ლოსიონი, სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ კანი განაახლოს დღითი დღე, ერთდროული მოქმედებით ყველა ნაკლოვანებაზე: სახის არაერთგავროვანი ფერი, სიწითლე, მკვდარი უჯრედები. შედეგი არის ჯანსაღი და მბზინავი კანი.
4. Rexaline HYDRA SHOCK სახის ნიღაბი – რექსალაინის ბესტსელერი ნიღაბი უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას, ავსებს ნაოჭებს და ანიჭებს კანს ბზინვარებას უსულ რაღაც 15 წუთში. გვირილა ამშვიდებს, არგირელინი კი ამკვრივებს კანს. ჰიალურონის მჟავის კომპლექსი და მცენარეული ექსტრაქტები აქტიურად ებრძვიან დაბერების ნიშნებს და აღადგენენ კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას. ნიღაბი გამოიყენება 3 სხვადასხვა გზით:
ნიღაბი გამოიყენება 3 სხვადასხვა გზით: